Tuesday, May 31, 2011

ნიჭიერი



არცერთ ნიჭიერის ნახევარ ფინალზე არ დამიწერავს არაფერი,მაგრამ არ შემიძლია ახლა არ დავწერო.ძალიან კმაყოპილი ვარ ხალხის არჩევანით,ხოლო რაც შეეხება სოსო ნარიმანიძეს ის არ იმსახურებდა ფინალს იმ სიმღერის მერე,რაც მაგან გუშინ იმღერა.მე ვფიქრობ,რომ სოსოს თავში აუვარდა პოპულარობა და რაც უნდოდა იმიტომ იმღერა ის.კურიერში,რომ აჩვენეს აშკარად აპირებდა ''საფილარმონიე'' სიმღერის შესრულებას,მაგრამ მან იფიქრა:გულშემატკივარი ბევრი მყავს დამირეკავენ და შემდეგ ტურში გადავალო.



აღფრთოვანებული ვარ ვანო ფიფიას ნამღერით ძალიან კარგი ადამიანია.გუშინ ყველაზე კარგი ნახევარ ფინალი იყო.აბსოლიტურად ყველას ეტყობოდა,რომ პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ნახევარფინალს და ძალიან ბევრი იშრომეს.სოსოს გარდა ყველას გამოსვლა ძალიან მომეწონა.


მატრიცული პანტომიმა მართლაც იმსახურებდა ფინალს: 1.იმის გამო,რომ განსხვავებული იყო ყველა ნომრისგან.
2.ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული არაჩვეულებრივად შეასრულეს თავიანთი ჩანაფიქრი და 3.ყველაზე მთავარი თავიანთი ჩაფიქრებული და დადგმული იყო მთლიანად.

დღეს ნიჭიერის საიტზე გადავხედე კომენტარებს ხალხი თვლის,რომ ვანო და სოსო ერთად არ უნდა მოხვედრილიყვნენ.ერთად რომ არ მოხვედრილიყვნენ ორივე ფინალში იქნებოდა.ერთ-ერთ კომენტარს გაეცანით: მე უკმაყოფილო ვარ შოუთი სპეციალურად იყო ნარიმანიძე და ვანო ფიფია ერთ ათეულში იმიტო რომ ამდენი ხმა შესულიყო 30% სოსო გასული იყო ვანო რომ არ ყოფილიყო ამ ათეულში ან პირიქით სოსო რომ არ ყოფილიყო ვანო გავიდოდა… ასე რომ მე პირდად უკმაყოფილო ვარ იმიტომ რომ ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ზარი შესულიყო თუ გახსოვთ კათარზისი რომ გადავიდა 23% იყო. ფაქტიურად ვანოზე და სოსოზე გაკეთდა ეს შოუ 30% სოსო 49%ვანო დანარჩენებს კი ნახეთ რა პროცენტები ქონდა სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს… და კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს ჩემი სუბიექტური აზრია!!! პირდაპირ სოსო ნარიმანიძე და ვანო ფიფია გამოეცხადებნათ აირჩიეთ ამ ორიდან ერთიო ასე უკეთესი იყო და არ დაწყდებოდათ სხვებს გული.. , საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებას აზრი არ ააქვს იმიტომ რომ კოროშინაძე გადავა 7095 ლაიქი აქვს.პროცენტებს გადახედეთ 49.4% ვანო ფიფია, 30.4% სოსო ნარიმანიძე, ანსამბლი “ალილო” 6.5%, ნუცა ბუზალაძე 6.3%, ხვიჩა ჭიჭიაშვილი 2.5%, ფანტომი,მატრიცული პანტომიმა 1.9%, ann’s friends 1.3%, გიორგი ბაღნაშვილი (დაკი) 1.1%, Rap Rise 0.4%, ნინია როხვაძე 0.3%, ესაა ხალხო სამართალი ა???


მართლაც შესაძლებელია,რომ კომერციული მიზნების გამო მოახვედრეს ერთად ვანო და სოსო,მაგრამ ფაქტია,რომ ვანომ უჯეთესად შეასრულა და პასუხისმგებლობით მოეკიდა და ფინალშიც გადავიდა


შემოსული ზარები ასე გადანაწილდა:



ანო ფიფია  -  49,5%
სოსო ნარიმანიძე – 30,4%
ანსამბლი ალილო-  6,5%
ნუცა ბუზალაძე – 6,3%
ხვიჩა ჭიჭიაშვილი – 2,5%
ჯგუფი ფანტომი- 1,9%
ann’s friends-  1,3%
გიორგი ბაღნაშვილი – 1,1%
Rap Rise-  0,4%
ნინია როხვაძე –  0,3%








გიორგი ბაღნაშვილი
 იგივე დაკი საქართველოს ბანკმა აირჩია თუ გულშემატკივრობთ მას,მაშინ შებრძანდით საქართველოს ბანკის ფეისბუქის გვერდზე და დაალაიქეთ


ყველას დიდი მადლობა,რომ ვანო ფიფია ფინალშია.ყველა მის გულშემატკივარს ვულოცავ მის ფინალში მოხვედრას.

პ.ს სოსოსთან დაკავშირებით ჩემი სუბიექტური აზრია თქვენ შეიძლება სულ სხვანაირად თვლიდეთ.

0 comments:

Post a Comment